წიგნის მაღაზია "პარნასი" გთავაზობთ განახლებულ მომსახურებას - ინდივიდუალურ შეკვეთებს რუსულ წიგნებზე!
100.000-მდე დასახელების რუსულენოვანი წიგნი!
თემატიკა ძალიან მრავალფეროვანია, ისე როგორც ადრე...
სხვადასხვა თემატიკის სპეციალური ლიტერატურის ჩამონათვალიდან შეგიძლიათ ამოარჩიოთ თქვენთვის საინტერესო და შეუკვეთოთ პარნასის "პრაის-ლისტიდან", სადაც თითქმის ნებისმიერი თემის პოვნაა შესაძლებელი - მხატვრული ლიტერატურა, სამართალი, ფსიქოლოგია, ბიზნესი, PR და სხვა მრავალი.
გადმოქაჩეთ ბმულები, სადაც excell-ის ფაილებში მითითებულია წიგნის დასახელება, ავტორი, გამომცემლობა, გამოცემის თარიღი, გვერდების რაოდენობა, თემატიკა და ფასი ტრანსპორტირების გათვალისწინებით (ლარებში).
დაწვრილებით >>>
ამოარჩიეთ სასურველი წიგნი და გააკეთეთ შეკვეთა "პარნასის" ვაკის ფილიალში (ჭავჭავაძის 22), რაც ძალიან მარტივ პროცედურას წარმოადგენს: ხელშეკრულების გაფორმება; თანხის ნაწილის გადახდა.
შეკვეთების მიღება გაგრძელდება 2010 წლის 31 იანვრამდე, ხოლო წიგნებს 2010 წლის 31 მარტს მიიღებთ.
ასევე შეგიძლიათ გარდა მითითებული პრაისებისა სხვა რუსულენოვანი წიგნებიც შეგვიკვეთოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა თქვენი სურვილები შეძლებისამებრ შევასრულოთ.
"როდესაც ამ წიგნის დაწერა გადავწყვიტე, მინდოდა ამით რაღაცნაირად მადლობა მეთქვა ჩემი ოჯახისთვის, თამუნასთვის, რომლის გარეშეც ვერაფერს მივაღწევდი, ჩემი ძმებისთვის, მშობლებისთვის და ახლობლებისთვის, მათთვის ვინც მუდმივად გვერდში მედგა და მეხმარებოდა... და კიდევ ვიფიქრე, რომ შეიძლება მომავალი თაობისთვის, ვინც ამ გზის გავლას აწი აპირებს, საინტერესო, სტიმულის მიმცემიც კი ყოფილიყო, ჩემი განვლილი სპორტული ცხოვრება..."
შოთა არველაძე
არქიტექტორების შემოქმედების პოპულარიზაციისათვის და საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრების წარმოსაჩენად, ჟურნალი "სტილის" და " არქიტექტორთა კლუბის" ეგიდით გამოიცა ეს წიგნი ქართულ–ინგლისურ ენებზე. გამოცემა გათვალისწინებულია, როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის.
წინამდებარე ფოტოალბომი ეძღვნება XIX საუკუნის დიდი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ლიტერატორისა და პუბლიცისტის, სამშობლოსთვის წამებული და აქ უკვე წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის აღსრულებიდან ასმეოცე წლისთავს.
ემილ სვენსონი პატარა ბიჭია, რომელიც ერთ პატარა შვედურ ხუტორში ცხოვრობს მშობლებთან და დაიკო იდასთან ერთად. ემილი ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, სკოლაშიც კი არ დადის, თუმცა ისეთი ონავარია მთელ შვედეთშია ცნობილი. წაიკითხე ეს ძალიან სასაცილო თავგადასავალი, რომელიც ემილის დედიკომ გულდასმით აღწერა თავის ლურჯ რვეულებში და ის აუცილებლად შენი საყვარელი წიგნი გახდება.
ბრძოლის მეთოდების ენციკლოპედიაში წარმოდგენილი და ახსნილია ბრძოლის თანამედროვე ტაქტიკა. განხილულია ტაქტიკური მოქმედების ფართო სპექტრი მოიერიშე შაშხანისა და ხელყუმბარის გამოყენების წესებით დაწყებული და საჰაერო დარტყმებითა და საარტილერიო ცეცხლის მართვით დამთავრებული. თანამედროვე სამხედრო საქმის ამომწურავი ანალიზი, რომლის მიხედვითაც მზადდება როგორც ჩვეულებრივი, ასევე ელიტარული სამხედრო ქვედანაყოფები. წიგნში განხილულია რეალური ფაქტები და მაგალითები სამხედრო ისტორიიდან.